რამდენად დაცული და უსაფრთხოა?

ავტორიზაციისას Google ან YouTube გამოყენება არის 100% უსაფრთხო. როდესაც თქვენ შედიხართ ან რეგისტრირდებით, Google გვაწვდის მხოლოდ თქვენს საჯარო ინფორმაციას, როგორიცაა ელ. ფოსტა, სახელი, გვარი, ავატარი და ა.შ. YouTube შემთხვევაში, თქვენ დამატებით გვაძლევთ წვდომას თქვენს YouTube ანგარიშის მონაცემებზე (Readonly- რაც ნიშნავს რომ არაფრის შეცვლა შეგვიძლია) რათა ჩვენ ვნახოთ თქვენი იუთუბ არხის სახელი, ფოტო და ა.შ. რა თქმა უნდა ორივე შემთხვევაში ავტორიზაცია ხდება Google-ის საშუალებით, რაც გულისხმობს სისტემაში პაროლის გარეშე შესვლას. Google არავის არასდროს უგზავნის თქვენს პაროლს.

'ქისას' გავლილი აქვს Google OAuth ვერიფიკაცია, რაც ნიშნავს იმას რომ მონაცემები არის დაცული და არ ხდება მათი არამიზნობრივი გამოყენება. Google ვერიფიკაციისთვის იქმენა ცალკე გვერდი, სადაც აღწერილია ყველა საჭიტო დეტალი უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვისთვის. იხილე 'ქისას' ვერიფიკაციის გვერდი

'ქისაზე' შენი ანგარიში დაცულია ყველა თანამედროვე სტანდარტით და ტექნოლოგიით. შეუძლებელია შენი ანგარიშის გატეხვა Google-ის ექაუნთის გატეხვის გარეშე, ანუ იმდენად უსაფრთხოა რამდენადაც Google.

თანხის გატანა ხდება საქ. ბანკის გავლით და პირდაპირ დაკავშირებულია საქ. ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკის სისტემებთან. თანხის გატანისას იქმენა დოკუმენტები და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია შემოსავლის დასადასტურებლადაც კი გამოიყენო.

როგორ დავრეგისტრირდე?

პლატფორმაზე შეგიძლიათ მხოლოდ Google-ის ანგარიშით დარეგისტრირდეთ, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი ან YouTuber. იმ შემთხვევაში თუ გსურთ გაიაროთ ავტორიზაცია როგორც YouTube-მა, უნდა განაგრძოთ რეგისტრაცია შესაბამისი ღილაკით. რეგისტრაციის დროს Google-ის ავტორიზაციისას აუცილებელია "ქისა"-ს მისცეთ წვდომა ნახოს თქვენი YouTube ანგარიში, რათა მოხდეს ვერიფიკაცია და გამოვიყენოთ თქვენიარხის ლოგო და სახელი.

Google OAuth

რამდენია საკომისიო?

დონაციისას საკომისიო არის 2.5% . საკომისიოს სრულად იღებს გადახდების პროვაიდერი კომპანია. 'ქისა' არ იტოვებს თანხას დონაციისას. მაგალითად, თუ მიიღე 100₾ დონაცია, 'ქისას' ანგარიშზე აგესახება 97.5₾.

თანხის გატანის საკომისიო 'საქართველოს ბანკის' ანგარიშზე არის 5%, მინიმუმ 1₾. 'თიბისი' ბანკის შემთხვევაში საკომისიო იზრდება ფიქსირებული 1 ლარით. მაგალითად, თუ 'ქისაზე' გაქვს 100₾ და გაიტან 'საქ. ბანკის' ანგარიშზე, მიიღებ 95₾. 'თიბისი' ბანკის შემთხვევაში 94₾. გაითვალისწინე, რომ გატანის საკომისიო შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული მომხმარებლის მიხედვით. თანხის გასატანად საჭიროა მინიმუმ 5₾ ინდივიდუალური საკომისიოს ნახვა შეგიძლია სამართავ პანელში, თანხის გატანის გვერდიდან.

როგორ ვმართო ჩემი პროფილი?

ყველაფრის კონტროლი შეგიძლია სამართავი პანელიდან. შეძლებ მიიღო დონაციები, აკონტროლო სტატისტიკა, წაიკთხო შეტყობინებები, გაიტანო თანხა, დააინტეგრირო ლაივ სტრიმზე და ა.შ

Google OAuth

როგორ მივიღო დონაცია?

დონაციების მისაღებად საჭიროა სამართავ პანელში გადახვიდე დონაციის გვერდზე, და გაუზიარო სხვებს შენი დონაციის გვერდის ბმული ან QR კოდი. დონაციის ლინკის შეცვლა შეგიძლია შენი სურვილის მიხედვით, და QR-იც ავტომატურად განახლდება.

ჩემი დონაციის გვერდი

როგორ გავიტანო თანხა?

თანხის გატანა შეგიძლია საქართველოს ან თიბისი ბანკის საშუალებით. უნდა გადახვიდე გატანის გვერდზე, შეავსო გატანისთვის საჭირო ინფორმაცია და გამოაგზავნო გატანის მოთხოვნა. გატანის საკომისიო არის 5% ( შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის მიხედვით), მინიმუმ 1 ₾. თიბისი ბანკით გატანის შემთხვევაში საკომისიოს ემატება ფიქსირებული 1₾. გატანა ხდება მოთხოვნიდან მაქსიმუმ 1-2 სამუშაო დღეში. გატანის დროს აუცილებელია ინფორმაცია სწორად შეავსოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თანხა სხვის ანგარიშზე ჩაირიცხოს.

ჩემი დონაციის გვერდი

როგორ დავამატო მიზანი?

თანხის შეგროვებისას შეგიძლია დაამატო მიზანი. მიზნის საშუალებით შეგიძლია აჩვენო რისთვის და რამდენს აგროვებ. შეგიძლია თვალი ადევნო პროგრესს და შემდეგ აკონტროლო შენი შექმნილი მიზნები.

მიზანი

როგორ დავამატო სტრიმზე დონაციები ან მიზანი?

სტრიმზე დონაციების შეტყობინებების ან მიზნის დამატება ძალიან მარტივია. სტრიმზე ინტეგრაციის გვერდზე მოცემული გაქვს ინდივიდუალური ბმულები შენი სტრიმისთვის და ასევე არის დეტალური აღწერა როგორ უნდა დაამატო ისინი OBS-ში. აუცილებელია გაითვალისწინო მითითებული მოთხოვნები, რომ ვიზუალურად კარგად გამოჩნდეს შეტყობინებები და მიზანი

მიზანიმიზანი

როგორ ვაკონტროლო ჩემი დონაციები?

ბოლოს შემოსული დონაციების ნახვა შეგიძლია მიმოხილვაში ან შეგიძლია ნახო ყველა დონაცია დონაციების გვერდიდან. დონაციების წაკითხულად მონიშვნა კონვერტის ღილაკით შეგიძლია, ხოლო მეორე ღილაკი შეტყობინებას სტრიმზე თავიდან გაუშვებს.

მიზანი

როგორია დონაციის მიღების გვერდი?

დონაციების მიღების გვერდი ინდივიდუალურია ყველა ანგარიშისთვის. ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ დონორის აქტიური მიზანი და იმ ადამიანების ათეული, ვინც ყველაზე მეტი თანხა გაიღო.

მიზანი